ფეხბურთი

4:11 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჯიბიდან ხელი ამოიღეთ!" - თემურ ქეცბაია ჟურნალისტმა გააბრაზა

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ წაგების შემდეგ (1:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს გაუბრაზდა.

საქმე ისაა, რომ მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კითხვის დასმა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი. ეს ჟესტი ქეცბაიას არ მოეწონა და უსაყვედურა.

„თქვენ წელს დიდი გზა გაიარეთ“... გააწყვეტინა ჟურნალისტს ქართველმა სპეციალისტმა და უმალვე უპასუხა:

„კი არ გავიარეთ, არამედ გავდივართ. ჯიბიდან ხელი ამოიღეთ, მე ვზივარ და გისმენთ, თქვენ ხელი ჯიბეში გიდევთ“, - უპასუხა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსთან“ 1:2 დამარცხდა და ლიდერობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რადგან „ომონიას“ დღეს გამარჯვებით შეუძლია პირველი პოზიცია წაართვას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118736