ფეხბურთი

23:03 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიამ ლორიასა და ოქრიაშვილის ტრავმებზე ისაუბრა

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ მარცხის შემდეგ (1:2) კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო.

გარდა ამისა, თემურმა კომენტარი გიორგი ლორიასა და თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმების შესახებაც გააკეთა.

„ვულოცავ მეტოქეს. ჩვენ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურთ. კარგად საერთოდ არ გვითამაშია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში გვქონდა რამდენიმესაგოლე შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ახლა მთელი კვირა გვაქვს დასასვენებლად, თუმცა ამ თამაშის შემდეგ დასვენება ადვილი არ იქნება.

ლორიას ეს დაზიანება წინა მატჩიდან გადმოჰყვა. უახლოეს დღეებში გამოჩნდება სიტუაცია. სავარაუდოდ ოქრიაშვილი და რამდენიმე მოთამაშე დაბრუნდება და ჩვენც უკეთესი არჩევანი გვექნება“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ ამ წუთისთვის 40 ქულით გათამაშების ლიდერია, მაგრამ „ომონია“ ხვალ თუ გაიმარჯვებს ერთი ქულით გადაასწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108428