ფეხბურთი

19:51 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კომანი "ლაიპციგთან" სათამაშოდ მზადაა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს კინგლის კომანს "ლაიპციგთან" მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ფეხბურთელის მზადყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰანსი ფლიკმა დაადასტურა.

კომანმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის "ტოტენჰემთან" მატჩში მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ფეხბურთელმა ბუნდესლიგის ექვსი მატჩი გამოტოვა. მიმდინარე სეზონში კი ფრანგმა შემტევმა 20 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115833