კატალონიის „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო დროს ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. ერთ-ერთ სასურველ გუნდად კი „მანჩესტერ სიტი“ დასახელდა.
„ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მესის მის კლუბში გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა:
„მესი „ბარსელონას“ ფეხბურთელია და დარჩება იქ, სადაც არის, ამას ვუსურვებ. სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ. ვფიქრობ, რომ კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებს და ამის იმედი მაქვს“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, ლიონელ მესი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 2008-2012 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდშ 200-ზე მეტი გოლი გაიტანა.