ესპანეთის თასზე "რეალმა" "სოსიედადთან" 3:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა, მატჩისშემდეგ "სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.
"ეს ფეხბურთია. ძალიან რთული თამაში გამოვიდა, ნამდვილად მძიმე მარცხია. 1:4-ს ვაგებდით და შეხვედრის შემოტრიალების იმედი არ დაგვიკარგავს, თუმცა ასე არ გამოვიდა. მინდა მივულოცო ოპონენტს გამარჯვება. "სოსიედადი" კარგად თამაშობდა და მოგება დაიმსახურეს. რთულია, როცა საკუთარ მოედანზე ოთხ გოლს უშვებ, მაგრამ ვერაფერს შეცვლი, ეს მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრებისთის" მოვემზადოთ"- განაცხადა ზიდანმა.
ესპანეთის თასიდან "რეალთან" ერთად "ბარსელონაც" გამოეთიშა,მსგავსი რამ ბოლო 55 წლის წინ მოხდა.