მოსკოვის „ლოკომოტივი“ ყატარში თანაქალაქელ „სპარტაკს“ ამხანაგურად გაეჯიბრა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და პენალტების სერიაში „რკინიგზელებმა“ იმარჯვეს. ჩვენთვის საინტერესო სოლომონ კვირკველიას საკითხია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
საერთოდ იური სიომინმა მხოლოდ 5 ცვლილება გააკეთა, რაც სპარინგისთვის საკმაოდ ცოტაა. ამის შესახებ რუს სპეციალისტის ჰკითხეს, რაზეც ასეთი პასუხი ჰქონდა:
„მზადების ამ ეტაპზე ფეხბურთელები უკვე სხვა დონეზე უნდა გადაერთონ. ამიტომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღეს და ზოგიერებმა მთელი მატჩი ჩაატარეს“, - თქვა სიომინმა.
ეს განცხადება შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ კვირკველია ძირითად შემადგენლობას უბრუნდება, რადგან დიდი ალბათობი, სიომინმა ის ფეხბურთელები დატვირთა, რომელთაც სეზონის მეორე ნაწილისთვის სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებს.