ფეხბურთი

23:10 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა

იტალიის მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსს“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა. 35 წლის მცველმა მძიმე ტრავმა მოირჩინა და ხუთთვიანი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა.

კიელინი აგვისტოს მიწურულს ვარჯიშზე დაშავდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა.

იტალიელმა საწვრთნელი პროცესი დაიწყო, ხოლო უშუალოდ თამაშისთვის მზად დაახლოებით 2-3 კვირაში იქნება. მიმდინარე სეზონში ვეტერან ფეხბურთელს ერთი თამაში აქვს ჩატარებული და იმავე შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა.

0.114812