მადრიდის „ატლეტიკო“ ბოლო ხანს ხომ საშინელ ფორმაშია და ახლა საკადრო პრობლემებიც მოეძალა. დიეგო სიმეონეს მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი გამოაკლდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე კვირა იუქმებს.
რეაბილიტაციის ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ 18 თებერვალს, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი გაუცდება.
ინგლისელის გარდა, „ატლეტიკოს“ ალვარო მორატაც დაუშავდა, რომელიც ასევე რამდენიმე კვირა იუქმებს და ინგლისურ გრანდთან მოედანზე ვერც ესპანელი გავა.
„როხიბლანკოსთვის“ კი ეს დიდი დანაკლისია, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდი წელს ძალიან ცუდად თამაშობს და თანაც ისეთი მეტოქე ჰყავს, ბევრი რომ არ ისურვებდა.