გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ 21-წლამდე გუნდში ითამაშა, რაც ბუნებრივია ფორმის აღდგენას ემსახურება. ჩვენებურს „გენკის“ შესაბამის ასაკობრივ გუნდთან მოუწია თამაში და გოლიც გაიტანა.
ჩაკვეტაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და საჯარიმოში დაუბრკოლებლად შევიდა, გატანაც ადვილად მოახერხა და ანგარიში გახსნა.
საბოლოოდ, „გენკმა“ წონასწორობა აღადგინა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.