კალათბურთი

10:10 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანა" "დალასთან" 103:112 დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი შინ „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა და 9 ქულიანი სხვაობით, 103:112 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში არ მიეცა თავის გამოჩენის შანსი ქართველ ცენტრს. საუკეთესო შედეგი კი „დალასის“ კალათბურთელს კრისტას პოზინგისს ქონდა, რომელმაც 36 წუთში 38 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. „ინდიანას“ რიგებში კი საუკეთესო 26 ქულით, 12 მოხსნითა და 9 პასით დომანტას საბონისი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა.

ნეიტ მაკმილანის გუნდს 50 ტურის შემდგომ 31 მოგების საპირისპიროდ 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს, „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.114003