ფეხბურთი

21:11 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ზაფხულში გერმანელი მწვრთნელი ჩაიბარებს

2020-2021 წლების სეზონიდან „მილანს“ სავარაუდოდ რალფ რანგნიკი ჩაიბარებს. Bild-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უარყვეს, ზაფხულში გერმანელის იტალურ გრანდში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

რანგნიკი არამარტო მთავარი მწვრთნელი პოსტს ჩაიბარებს, არამედ ტრანსფერების სრული კონტროლი მის ხელში იქნება და სპორტული დირექტორის საქმიანობასაც შეითავსებს.

61 წლის სპეციალისტს აქამდე „შტუტგარტსი“, „ჰანოვერში“, „შალკეში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიფციგში“ უმუშავია.

0.1139