ფეხბურთი

20:06 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი 2018-2019 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გასპერინის გუნდმა გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მისთვის ისტორიული შედეგი აჩვენა და მესამე ადგილი დაიაკვა. თავად გამოცდილმა სპეციალისტმა კი, პრესტიჟული ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.

მეორე ადგილზე „ბოლონიას“ თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრის ერგო, რომელსაც „ოქროს სკამი“ (ჯილდო, რომელსაც იტალიაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელს გადასცემენ) ოთხჯერ აქვს მოგებული.

0.112683