ფეხბურთი

22:57 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "პრემიერლიგა პირველივე წელს მოვიგე, გვარდიოლამ და კლოპმა ეს ვერ შეძლეს"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინგლისში მუშაობის პერიოდი გაიხსენა. იტალიელმა სპეციალისტმა ნისლიან ალბიონზე საკუთარი მუშაობა პეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპის მუშაობას შეადარა.

„ჩელსიში“ მუშაობის პერიოდში პრემიერლიგა პირველივე სეზონში მოვიგე, ხოლო მეორე წელს ასოციაციის თასი. მეორეს მხრივ, კლოპმა ინგლისში 4 წლის განმავლობაში ვერაფერი მოიგო, ხოლო გვარდიოლამ პირველი სეზონი უტიტულოდ დაასრულა“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე „ჩელსიში“ 2016-2018 წლებში მუშაობდა და 2017 წელს პრემიერლიგა, 2018 წელს კი, ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.

0.117822