ფეხბურთი

3:11 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" კოშმარული 25 წუთი

იტალიის სერია A-ს XXII ტურმა სტარტი სამი შეხვედრით აიღო, რომელიც შედეგიანობით გამოირჩა და 13 გოლი გავიდა.

მორიგი მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა „რომამ“, რომელიც ოთხეულშიმოსახვედრად ირბძვის, მაგრამ ბოლო ხანს ქულების განიავებას მოუხშირა და ასე თუ გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგის საგზური ნამდვილად გვერდზე დარჩება.

პაულუ ფონსეკას გუნდს მორიგი გაჩერება რეჯიო ემილიაში ჰქონდა, სადაც „სასუოლოსთან“ 2:4 წააგო. „ჯალოროსიმ“ თამაში კოშმარულად დაიწყო და 25 წუთში 3 უპასუხო გოლი გაუშვა. მართალია, მეორე ნახევარში რომაელებმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ის-ის იყო მეორე გოლი რომ გაიტანეს, მეოთხეც გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. „რომა“ ინარჩუნებს მეოთხე ადგილს, მაგრამ კონკურენტები ფხიზლად არიან და „ატალანტას“ ამ ტურშივე შეუძლია მისი უკან მოტოვება.

დრამატული გამოდგა „კალიარისა“ და „პარმას“ დაპირისპირება, სადაც სარდინიელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოლოს დანიელმა კორნელიუსმა ემილიელებს ქულა გადაურჩინა და საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა.

ბოლოსკენ გადაწყდა „ბოლონიასა“ და „ბრეშას“ მატჩის ბედიც. სტუმრები საშინლად ირჯებიან და ბოლო ადგილზე არიან, ამიტომ მათთვის ყოველი წაგება, დიდი დარტყმაა. ეუჯენიო კორინის გუნდი თავიდან იგებდა, მაგრამშემდეგ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და ისევ უქულოდ, შესაბამისად, კვლავ ბოლო პოზიციაზე დარჩა.

გათამაშების ლიდერები კვირას ითამაშებენ. „ლაციო“ „სპალს“, „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, ხოლო „ლაციო“ „უდინეზესთან“ სტუმრად ეცდება სამმატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას.

„ბოლონია“ – „ბრეშა“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ტორეგროსა (36, პენ), 1:1 ორსოლინი (43), 2:1 ბანი (89)

„კალიარი“ – „პარმა“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (19), 1:1 კუცკა (42), 2:1 სიმეონე (54), 2:2 კორნელიუსი (90)

„სასუოლო“ – „რომა“ 4:2 (3:0)

გოლები: 1:0 კაპუტო (7), 2:0 კაპუტო (16), 3:0 ჯურიჩიჩი (26), 3:1 ჯეკო (55), 3:2 ვერეტუ (73, პენ), 4:2 ბოგა (74)

თეგებისერია A
0.140179