ურუგვაის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე პსვ-ს ყოფილი ფეხბურთელი გასტონ პერეირა კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. გასტონის სანაცვლოდ "კალიარიმ" ორი მილიონი ევრო გადაიხადა.
პერეირა ურუგვაიული "ნასიონალის" აკადემიის აღზრდილია და პსვ-ში 2015 წელს გადავიდა. ჰოლანდიური გუნდის მაისურით სამხრეთამერიკელმა 154 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 49 გოლი და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში გასტონს 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი ოთხჯერ გამოიჩინა.