ლოს ანჯელეს "ლეიკერსმა" ლეგენდარული კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა. ბუნებრივია, საღამო მთლიანად კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის, ჯანას ხსოვნას მიეძღვნა. იყო არაერთი დასამახსოვრებელი პერფორმანსი, რომელსაც ფოტოების სახით წარმოგიდგენთ.
„ლეიკერსმა“ 20 ათასზე მეტი მაყურებლისთვის სპეციალური მაისურები დაამზადა ბრაიანტის სახელით და „სტეპლს ცენტრში“ დაახვედრა.
არენის ნახევარი 8-ნომრიანი მაისურით შეიმოსა, ნახევარიც - 24 ნორმით. სხვადაზვ ფერები, სხვადასხვა ეპოქები, მაგრამ იგივე შეუდარებელი ნიჭი პარკეტზე იისფერ-ყვითელი მაისურით.
ორი სავარძელი თავისუფალი დარჩა, რომელზეც ბოლოს კობი და ჯანა ისხნდნენ “სტეიპლს ცენტრში“ (29 დეკემბერს). კობის და ჯიჯის მაისურები და ვარდები მათი ხსოვნის პატივსაცემად.
კარმელო ენტონიმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. კობის გარეშე იქ ყოფნა მანაც არ ისურვა.
„ლეიკერსის“ მაისურზე დატანილი იყო პატარა ლოგო, რომელშიც ასახულია „შავი მამბას“ პატივსაცემად მისი სახელის ინიციალები - KB
„ლეიკერსის“ გასახდელში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა 28-ნომრიანმა მაისურმა, რომელიც ასახავდა კობისა და ჯანას კავშირის. 8 ნომერი კობის პატივსაცემად, ხოლო პატარა ჯანა თავის კარიერას 2 ნომრით იწყებდა.
გასახდელში, ლებრონ ჯეიმსის ადგილის გვერდით კობის მაისური.
ენტონი დევისი კობი ბრაიანტის მაისურით გახურების დროს.
„ლეიკერსის“ ყველა მოთამაშე ერთად, რომელთაც კობის მაისურები ეცათ მატჩის დაწყებამდე.
ლებრონ ჯეიმსიც კობის მაისურში.
ლებრონ ჯეიმსის ცრემლები ეროვნული ჰიმნის დროს, 10 წუთის შემდეგ „ლეიკერმსა“ კობი ბრაიანტის მნიშვნელობა გაიხსენა კლუბისა და კალათბურთის ისტორიაში.
ემოცია, რომელსაც მთელი გუნდი იზიარებს, ისინი ცდილობენ ცრემლების შეკავებას.
ყველაზე ემოციური ნაწილი - ლებრონ ჯეიმსმა აიღო მიკროფონი და კობი ბრაიანტს საუკეთესო სიტყვები მიუძღვნა.
„ლეიკერსმა“ გადაწყვიტა ვიდეოს ჩვენება კობი ბრაიანტზე მუსიკის თანხლებით, რომელსაც თავად კობის სიტყვები ამშვენებდა და დარბაზში აბსოლუტური სიჩუმე იყო.
„სტეიპლს ცენტრის“ მიღმა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
„სტეიპლს ცენტრის“ შუა ნაწილში „ლეიკერსის“ ლოგოს ნაცვლად ვიხილეთ ინიციალები - KB.
მოედნის ორივე კიდეს კობი ბრაიანტის სათამაშო ნომრები ამშვენებდა: ერთგან 24, მეორეგან კი - 8.
თამაშამდე ლებრონ ჯეიმსმა ფეხზე ტატუ გაიკეთა, რომელიც კობი ბრაიანტის სამუდამო ხსოვნას ეძღვნება.
კაირი ირვინგმა კობის გარდაცვალების შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა და 54 ქულა დააგროვა. „ეს მამბას მენტალობის წყალობით მოვახერხეს. ჩემი ეს თამაში მისი რჩევების შვილია“, - თქვა ირვინგმა თამაშის შემდეგ.
მომღერალი აშერი კობის მაისურებთან...