კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.
რონალდუსთვის იანვარი მართლაც წარმატებული გამოდგა, ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და ჯამში 7 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელს ჯილდოს, კვირას, „იუვენტუსი“ – „ფიორენტინას“ მატჩის დაწყებამდე გადასცემენ. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში რონალდუს 18 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და სერია A-ს ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.