ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგში ჩემპიონები ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი და უნგრელი ტიმეა ბაბოში გახდნენ. მლადენოვიჩი-ბაბოშის დუეტმა ფინალში მარტივად სტრიცოვა ჰსუ ჰუ ვეის წყვილს 6:2, 6:1 აჯობა. შეხვედრა სულ საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
ბაბოშმა და მლადენოვიჩმა ერთად კარიერაში ავსტრალიის ღია პირველობა მეორედ მოიგეს. მლადენოვიჩს ქალთა წყვილთა თანრიგში ოთხი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, ხოლო ტიმეას სამი.