ჩოგბურთი

17:11 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ესპანელი რაფაელ ნადალი 7:6, 7:6, 4:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 4 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ნადალი 5:3-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, თუმცა ტიმმა ესპანელის ჩაწოდება აიღო და საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე 7:3 იმარჯვა. მეორე პარტიაში ნადალი დაწინაურდა, მაგრამ ტიმმა ისევ ტაი-ბრეიკზე 7:4 მოიგო. მესამე სეტში 5:4-ზე ესპანელმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტებში სხვაობა შეამცირა. მეოთხე პარტიაში ყველაფერი ისევ საჩოგბურთო ლატარიამ გადაწყვიტა, სადაც ისევ ავსტრიელმა იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

1/2-ფინალში ტიმი ზვერევს დაუპირისპირდება. შეხვედრა 31 იანვარს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში დომინიკი 6:2-ს იგებს.

0.123402