ამერიკაში კალათბურთის გულშემატკივრები NBA-ს ლოგოს შეცვლას ითხოვენ და სპეციალური პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელი 500 ათასმა ადამიანმა უკვე მოაწერა.
მათი სურვილია, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლოგოზე კობი ბრაიანტი იყოს გამოსახული, რომელიც 26 იანვარს, ტრაგიკულად, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
ამჟამად, NBA-ს ლოგოზე ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ კიდევ ერთი ლეგენდის, ჯერი ვესტის სილუეტია გამოსახული, რომელიც 1971 წელს ალან სიგელმა შექმნა. საინტერესოა, რომ მას შემდეგ აღნიშნული ლოგო არ შეცვლილა.