კობი ბრაიანტის გარდაცვალებამ შოკშო ჩააგდო სპორტული სამყარო. მას შემდეგ, რაც ვერტმფრენი ჩამოვარდა და კალათბურთის ვარსკვლავის სიცოცხლე დასრულდა, სოციალურ ქსელში უამრავი წერილი გამოქვეყნდა.
მათ შორის არიან კრიშტიანუ რონალდუ და ლუიშ ფიგუ. ამ შემთხვევაში ყურადსაღები ის გარემოებაა, რომ ორივე პორტუგალიელმა ტვიტერში აბსოლუტურად იდენტური პოსტი დაწერა.
შედეგად, გაჩნდა კითხვა - ჰყავს თუ არა ფიგუს და რონალდუს ერთი და იგივე სოციალური მედიის მენეჯერი?
ლუიშისა და კრიშტიანუს ტვიტერში ვკითხულობთ: „სამწუხაროა, რომ გავიგეთ ასეთი გულგასატეხი ამბავი კობისა და მისი ქალიშვილის, ჯანას გარდაცვალების შესახებ. კობი ნამდვილი ლეგენდა და უამრავი ადამიანის ინსპირაცია იყო. სამძიმარს ვუგზავნი მის ოჯახს და მეგობრებს, ასევე, ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც ავარიის შედეგად სიცოცხლე დაკარგეს“.