ფეხბურთი

20:41 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძე რუსულ გუნდს შეკრებაზე შეუერთდება

ყაზანის „რუბინის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე შესაძლოა „როტორში“ გადავიდეს. როგორც რუსული კლუბის ვებგვერდი წერს, ქართველი შემტევი გუნდს თურქეთში შეკრებაზე შეუერთდება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიქელთაძე პოტენციური ახალწვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი არაა. სხვათა შორის, ასევე „როტორში“ იგივე სტატუსით შეკრებას ნიკა ყიფიანი გაივლის, რომელიც „რუბინში“ ირჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიქელთაძემ ყაზანელთა მაისურით 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და კონტრაქტი ვადაზე 6 თვით ადრე გაწყვიტა. რაც შეეხება, „როტორს“, რუსეთის პირველ ლიგას 25 ტურის შემდეგ 52 ქულით ლიდერობს და პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

აქვე გეტყვით, რომ რუსული გუნდი 9 თებერვალს, თურქეთში ამხანაგურ შეხვედრას „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.122743