კალიფორნიის შტატში, ქალაქ კალაბასასის მახლობლად ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, კალათბურთის ნამდვილი ლეგენდა კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა. ყველა მზგავრი ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი? როგორც ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი უამინდობა, ნისლი და ცუდი ხივლადობა გახდა.
ადგილობრივი დროით 09:06 საათზე ჯონ უეინის აეროპორტიდან გაემგზავრა კერძო ვერტმფრენი , რომელიც დაახლოებით 40 წუთში კალაბასასი ზონაში ჩამოვარდა.
კობის ვერტმფრენი კალიფორნიაში მიდიოდა, სადაც „შავი მამბას“ ქალიშვილის ჯანას გუნდს ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ვინაობა არ გამოაქვეყნა, დადასტურებულია, რომ ბორტზე იმყოფებოდა ჯონ ალტობელი, ბეისბოლის მწვრთნელი და მისი ოჯახი. ქალიშვილი ალისია და მეუღლე კერი. ამის შესახებ მწვრთნელის ოჯახი იტყობინება. უბედური შემთხვევის შედეგად, პილოტის გარდა ასევე დადასტურებულია კრისტინა მაუსერის გარდაცვალება, რომელის კობის შვილის გუნდის მწვრთნელის ასისტენტი იყო. აღნიშული ცნობა ქალბატონის მეუღლემ სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ლოს ანჯელესში განაცხადეს, რომ ცხედრების ამოცნობას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს, რადგან ვერტმფრენის ნაშთები რთულად მისადგომ ადგილებშია მიმოფანტული და თანაც ვერტმფრენს ჩამოვარდნისთანავე ცეცხლი გაუჩნდა.
შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში დაიღუპა. „შავი მამბა“ კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ იყო აღიარებული და NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მეოტხე მექულეც გახლდათ.