ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა „ლილის“ კარში გატანილი გოლის შემდეგ თითებით 24 გამოსახა. ბრაზილიელის ეს ჟესტი კობი ბრაიანტს ეძღვნებოდა, რომელიც 24-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
„შესვენების დროს წავიკითხე მესიჯები ბრაიანტის შესახებ. ყველასთვის სამწუხარო დღეა. მთელი სპორტი გლოვობს მის დაკარგვას. სწორედ ამის გამო აღვნიშნე გოლი ასე, მის გამო, ეს იყო მისი ნომერი. იმედია, მშვიდად განისვენებს“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფის შედეგად, 41 წლის ასაკში დაიღუპა.