საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა „საბურთალომ“ თურქეთში შეკრება დაასრულა და თბილისში დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გია ცეცაძის გუნდს თურქეთში ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია და მხოლოდ საწვრთნელი პროცესით იყო დაკავებული. სამაგიეროდ, 30 იანვარს, „საბურთალო“ „არაგვს“ გაეჯიბრება.
1-14 თებერვალს კი, მესამე ეტაპის შეკრებას ესპანეთში გაივლის, სადაც უკვე რამდენიმე ამხანაგური თამაშიცაა დაგეგმილი.