ჩოგბურთი

14:12 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტენის სანდგრენი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ტენის სანდგრენმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ფაბიო ფონინი 7:6, 7:5, 6:7, 6:4 დაამარცხა და ორი წლის წინ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. ორი წლის წინ ამერიკელი აღნიშნული ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ჰიონ ჩონთან სამ სეტში დამარცხდა.

ფონინისთან შეხვედრაში სანდგრენმა მხოლოდ ერთი სეტი ჩააგდო, ისიც ტაი ბრეიკზე. ტენისი ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოს მე-100 ნომერი იყო, ამ გამარჯვებით კი 350 ქულა მოიპოვა და რეიტინგში 44 ადგილით დაწინაურდა. გასულ წელს ამერიკელი უიმბლდონის მერვედფინალში გავიდა, თუმცა სემ ქუერისთან დამარცხდა.

ფონინისთან შეხვედრაში სანდგრენმა 21 ეისი შეასრულა, ვინერსი 43 ჰქონდა, ხოლო უნებლიე შეცდომა - 47. იტალიელმა ჩოგბურთელმა რვაჯერ შეასრულა ეისი, ვინერსი 46 ჰქონდა, უნებლიე შეცდომა კი სანდგრენის მსგავსად 47 დააფიქსირა.

მეოთხედფინალში ამერიკელს მარტონ ფუჩოვიჩსა და როჯერ ფედერერს შორის გამარჯვებული ელის.

0.18538