ფეხბურთი

14:58 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიონტეკი "მილანში" სათადარიგო სკამზე ყოფნას არ აპირებს

იტალიური „მილანის“ ფორვარდ კშიშტოფ პიონტეკს კლუბის დატოვება სურს. 24 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა „როსონერიში“ მისი მდგომარეობით და მიმდინარე თვეში ნავსაყუდელის შეცვლას აპირებს. ამის შესახებ პოლონელის მამამ, ვლადისლავ პიონტეკმა ისაუბრა.

მოგეხსენებათ, პიონტეკმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მას შემდეგ დაკარგა, რაც „მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიმატა.

„კშიშტოფს არ უნდა სათადარიგო მოთამაშე იყოს. მისი სურვილია ევროპის ჩემპიონატს ფორმაში შეხვდეს და თუ ამის გაკეთება „მილანში“ შეუძლებელია, სიამოვნებით გააკეთებს სხვაგან. რთული სათქმელია რა არის გუნდის ხელმძღვანელობის გეგმები, ისეთ ცნობილ მოთამაშეებს უპირებენ გაყიდვას, როგორებიც პიონტეკი, სუსო, პაკეტა და ჩალჰანოღლუ არიან. კლუბს ახალი ფეხბურთელებისთვის ახალი თანხის გამომუშავება სურს. პიონტეკის იჯარით წაყვანა ბევრ გუნდს უნდა, მაგრამ „მილანი“ იმდენივე თანხას ითხოვს, რაც მასში გადაიხადა. ვფიქრობ, რომ ყველა ელოდება შემდეგ კვირას, როდესაც მისი მომავალი გადაწყდება“, - თქვა ვლადისლავმა.

შეგახსენებთ, პიონტეკი „მილანს“ ზუსტად ერთი წლის წინ „ჯენოადან“ შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 40 თამაშში 16 გოლის გატანა მოახერხა.

0.140188