სხვა

13:02 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი 2 ბრძოლით ადრე გაიფორმა

ჰაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მორიგი მარცი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი ოძეკ გოეიდოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარხდა.

ჩვენებურმა არც ისე კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და გოეიდომ მისი დოჰიოს მიღმა გადაყვანა ადვილად მოახერხა.

ეს აღნიშნული წყვილის 29-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 19 შეხვედრაში წააგო, 10 კი მოგებით დაასრულა.

ამრიგად, ქართველ სუმოისტს წლის პირველ ბაშოზე 5 მოგების საპირისპიროდ 8 მარცხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებით ბალანსს ვეღარ გაინაღდებს. ლევანის მომდევნო მეტოქე კი სეკივაკე ტაკაიასუ იქნება.

0.119785