ფეხბურთი

21:12 | 22.01.2020 | ნანახია 1012 - ჯერ

"ბაიერნი" კოუტინიოს არ გამოისყიდის

მიუნხენის „ბაიერნი“ ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ აპირებს. Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენელები ბრაზილიელის გამოსყიდვაში დარწმუნებულნი არ არიან და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

გერმანელთათვის განსაკუთრებით მიუღებელი კოუტინიოს გამოსასყიდი თანხაა, რომელიც 120 მილიონ ევროს შეადგენს, რადგან „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ეს ფასი გადამეტებულია.

შეგახსენებთ, კოუტინიო „ბაიერნს“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა და გერმანულ გიგანტში დღემდე 23 თამაში ჩაატარა, გოლი კი შვიდჯერ გაიტანა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:07 | 23.01.2020
RHP (3623)

სამწუხაროა რომ მისი კარიერა ამ გზით წავიდა თუმცა თავადვე გადაწყვიტა ეს და სხვას ვერავის დაადანაშაულებს
ბაიერნი მაგ 120 მილიონს ჰავერცისთვის უფრო გამოიყენებს ვიდრე ზაფხულში უკვე 28 წლის ბრაზილიელისთვის ფასი თუ არ დააკლეს ისე ვერც გაყიდიან სხვაგან მაგის ჩიტი არავინ არაა ასე დაბოლდეს

07:55 | 23.01.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლოგიკურია ასეთ დონეში 120 მილიონს ვინ გადაიხდის

04:15 | 23.01.2020
saamtrediel (960)

120 მილიონი ნამდვილად არ ღირს. ჯერ არაფერი გაუთეთრებია გუნდში. ასეთ ფორმაში მყოფ ფეხბურთელში რომ 120 მილიონს გადაიხდი, აბა სხვა რა უნდა ღირდეს? ბაიერნის ხელმძღვანელი რომ ვიყო კატეგორიულ უარს ვიტყოდი მეც!

00:33 | 23.01.2020
კართაგენი28 (12606)

როგორც იქნა მოხსნეს ბლოკები და იმედია კიდე იგივე არ მოხდება აქ

04:12 | 23.01.2020
saamtrediel (960)

რა მოხდა, რამე ინციდენტს ჰქონდა ადგილი?

00:07 | 23.01.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

გამოისყიდეთ რა

23:38 | 22.01.2020
mjgiri (8951)

Mjgiriაქ არის

23:46 | 22.01.2020
Sport With pleasure (4571)

ბარო მჯღირ

23:30 | 22.01.2020
Sport With pleasure (4571)

რადგან კი გვაღირსე "მსოფ სპორტ" , აღარ ვჩივარ..)

23:26 | 22.01.2020
Sport With pleasure (4571)

ჯავშან ძმა შემოდი ..

23:29 | 22.01.2020
Sport With pleasure (4571)

გაიხსნა ფართი ..

22:22 | 22.01.2020
irakli111 (373)

კომენატრებს რატო არავინ აღარ წერს ამ საიტზე?

22:34 | 22.01.2020
Sport With pleasure (4571)

დაბლოკილი ვიყავით ყველა ერთ კვირაზე მეტია

21:58 | 22.01.2020
Sport With pleasure (4571)

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და მშვიდობა აქაურობას . !

0.119212