ფეხბურთი

18:42 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" დუგლას კოშტას დაბრუნება განიზრახა

მიუნხენის „ბაიერნს“ ტურინის „იუვენტუსიდან“ დუგლას კოშტას დაბრუნება სურს. „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკმა გუნდის სენატორებთან, მანუელ ნოიერთან, დავიდ ალაბასთან, ჯოშუა კიმიხთან, რობერტ ლევანდოვსკისთან და ტომას მიულერთან შეხვედრა გამართა და გუნდის შესაძლო გაძლიერებაზე ისაუბრა. აღნიშნულ ცნობას Bild-ი ავრცელებს.

კინგსლი კომანისა და სერჟ გნაბრის ტრავმებიდან გამომდინარე კი, „რეკორდმაისტერს“ ფლანგის შემტევის შეძენის აუცილებლობა დაუდგა. გავლენიანი გერმანული გამოცემის ცნობით, ფეხბურთელებმა არჩევანი კოშტაზე შეარჩიეს და მიუნხენელები ბრაზილიელის გადაბირებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ დუგლას კოშტასაც ტრავმები ხშირად აწუხებს და ამის გამო „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. თანაც, გონსალო იგუაინთან, პაულო დიბალასთან და კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციას ვერ უძლებს. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ ტურინელები ტრანსფერს დათანხმდნენ, რადგან დუგლასი ხსენებული ფეხბურთელების მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი პოტენციური შემცვლელია შეტევაში.

აქვე გეტყვით, რომ 29 წლის კოშტა „ბაიერნში“ 2015-2017 წლებში თამაშობდა და 77 მატჩში 14 გოლი გაიტანა. შემდგომ „რეკორდმაისტერმა“ ბრაზილიელი „იუვენტუსში“ გაანათხოვრა, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა“ ერთი წლის თავზე 40 მილიონ ევროდ გამოისყიდა. იტალიურ გრანდში დუგლას კოშტას ანგარიშზე 85 თამაში და 9 გოლია.

0.112796