ინგლისის ჩემპიონატში "არსენალი" "ჩელსის" 2:2 დაუზავდა. 26-ე წუთზე დავიდ ლუიზი გააძევეს და მას შემდეგ "არსენალი" 10 კაცით თამაშობდა.
"წითელი ბარათის შემდეგ, გუნდმა იბრძოლა ბოლომდე. რის გამოც ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. საამაყო ფეხბურთელები მყავს, თანაგუნდელმა შეცდომა დაუშვა, მათ კი ეს ყოველივე თავიანთი თამაშით გამოასწორეს" - განაცხადა არტეტამ.
ინგლისის ჩემპიონატში "არსენალი" 30 ქულით მეათე ადგილზეა.