ფეხბურთი

21:26 | 21.01.2020 | ნანახია 478 - ჯერ

ოფიციალურად: ჩიჩარიტომ MLS-ს მიაშურა

ლოს ანჯელეს „გალაქსიმ“ ხავიერ ერნანდესი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ჩიჩარიტოს ტრანსფერის სანაცვლოდ „სევილიამ“ 9 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება.

„გალაქსიმ“ მექსიკელი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად დაიმატა და არაოფიციალური ინფორმაციით, MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

31 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი „სევილიაში“ გაიტანა, რომლის ღირსება 15 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა. მანამდე კი, „მანჩესტერში“, „რეალში“, „ლევერკუზენშსა“, „ვესტ ჰემში“ უთამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.119786
478