ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ნორვეგიამ 23-20 დაამარცხა ერთ-ერთი მასპინძელი შვედეთი და მეორე ჯგუფს ლიდერობს. ისლანდიამ მოუგო პორტუგალიას 28-25, უნგრეთმა - სლოვენია 29-28.
ამ ჯგუფში ჯერ არაფერი გარკვეული არაა გარდა იმისა, რომ წინა ჩემპიონატის ფინალისტი შვედეთი ნახევარფინალში ვეღარ გავა.
პირველი 2 ქულა მოიპოვა ისლანდიამ, ვინც თავიდანვე დაწინაურდა პორტუგალიასთან 4-0. პორტუგალიამ ვითარება გამოასწორა და 37-ე წუთზე წინაც გავიდა (17-16), დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ერთით აგებდა (24-25), მაგრამ დაბოლოება ისლანდიამ უკეთ ჩაატარა, 28-25 და ნახევარფინალის შანსი შეინარჩუნა. ორივე ამ გუნდს 2-2 ქულა აქვს.
პორტუგალია - ისლანდია: https://www.youtube.com/watch?v=p4sXBNUAQ-I
პირველად დამარცხდა სლოვენიის ნაკრები. მათ პირველი ტაიმი 16-13 მოუგო უნგრეთს, მაგრაამ მეორის საწყისი მონაკვეთი 2-8 წააგო (18-21) და სიტუაციიდან ვეღარ გამოძვრა. უგრეთსაც და სლოვენიასაც 4-4 ქულა აქვთ.
სლოვენია - უნგრეთი: https://www.youtube.com/watch?v=f79GrOjgzFs
ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ნორვეგია 6 ქულით ლიდერობს, თუმცა ნახევარფინალი ჯერ განაღდებული არა აქვს. მძიმე მატჩში ნორვეგია სულ წინ იყო, შვედებმა კი ვერაფერი მოუხერხეს გამთამაშებელ საგოსენს (8 გოლი, 5 პასი) და მეკარე ბერგერუდს (13 მოგერიება).
ნორვეგია - შვედეთი: https://www.youtube.com/watch?v=pUxP9QVzFuk
საუკეთესო გოლები, სეივები, მომენტები: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos
დღეს ვენაში პირველი ჯგუფის მეოთხე ტურის 3 მატჩია და, შესაძლებელია, ორივე ნახევარფინალისტი ვადამდე გამოვლინდეს.
ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი
მთავარი რაუნდი. 2 ჯგუფი. მალმიო, შვედეთი, 19 იანვარი.
პორტუგალია-ისლანდია 25-28
მარტინსი 4, არეია 4, კინტანა 11/38 - სმარასონი 8, გუსტაფსონი 12/35
სლოვენია-უნგრეთი 28-29
დოლენეცი 8 - ბანჰიდი 9, ლიგეტვარი 6
ნორვეგია-შვედეთი 23-20
საგოსენი 8, ბერგერუდი 13/31- პელასი 5, პალიჩკა 9/31
------------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ
ნორვეგია-------3---3---0---0----93-77---6
სლოვენია------3---2---0---1----79-75---4
უნგრეთი-------3---2---0---1----82-82---4
პორტუგალია--3---1---0---2----88-87---2
ისლანდია------3---1---0---2----73-79---2
შვედეთი-------3---0---0---3----64-79---0
21 იანვარი. 19:00 პორტუგალია-სლოვენია, 21:15 ნორვეგია-ისლანდია, 23:30 უნგრეთი-შვედეთი
22 იანვარი. 19:00 პორტუგალია-უნგრეთი, 21:15 ნორვეგია-სლოვენია, 23:30 ისლანდია-შვედეთი
1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18
17 იანვარი. სლოვენია-ისლანდია 30-27. ნორვეგია-უნგრეთი 36-29 პორტუგალია-შვედეთი 35-25
1 ჯგუფი. ვენა, ავსტრია
------------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ
ესპანეთი-------3---3---0---0----94-77---6
ხორვატია------3---3---0---0----83-70---6
გერმანია-------3---1---0---2----81-81---2
ავსტრია--------3---1---0---2----81-86---2
ბელარუსი-----3---1---0---2----74-87---2
ჩეხეთი---------3---0---0---3----79-91---0
20 იანვარი
19:00 ხორვატია - ჩეხეთი (სილკ სპორტი)
21:15 ბელარუსი - ესპანეთი (სილკ უნივერსალი)
23:30 ავსტრია - გერმანია (სილკ სპორტი)
22 იანვარი. 19:00 ხორვატია - ესპანეთი, 21:15 ბელარუსი - ავსტრია, 23:30 ჩეხეთი - გერმანია
1 ეტაპიდან. ხორვატია - ბელარუსი 31-23, ჩეხეთი - ავსტრია 29-32, ესპანეთი - გერმანია 33-26
16 იანვარი. ესპანეთი - ჩეხეთი 31-25, ხორვატია - ავსტრია 27-23, ბელარუსი - გერმანია 23-31
18 იანვარი. ბელარუსი - ჩეხეთი 28-25, ესპანეთი - ავსტრია 30-26, ხორვატია - გერმანია 25-24
ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი
24 იანვარი. ნახევარფინალი
25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის
26 იანვარი, ფინალი