გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყო. დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
როჯერმა რეიტინგის 75-ე ნომერი, ამერიკელი სტივ ჯონსონი 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 11 ეისი ჩააწოდა, 9-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ჯონსონს ბრეიკის ერთი შესაძლებლობა ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.
მომდევნო ეტაპზე როჯერი კრაიანოვიჩი-ჰალისის გამარჯვებულს შეხვდება.