ბელგიის იუპილერ ლუგა ზამთრის პაუზის შემდგომ განახლდა და ქართველების „გენტმა“ „მუსკრონს“ უმასპინძლა. ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია მოხვდა, რომელმაც შანსი საგოლე პასით გამოიყენა.
მე-9 წუთზე გიორგიმ ლორენ დეპუატრი მეკარეს პირისპირ შეატოვა და გამოცდილმა ფორვარდმა თანაგუნდელს კარგი პასი გოლით დაუფასა.
ქვილითაია მოედანზე 75-ე წუთამდე იყო და შემდეგ ადგილი გიორგი ჩაკვეტაძეს დაუთმო, რომელსაც იეს თორუპმა სწორედ თამაშის დასკვნითი 15 წუთი დაუთმო.
„გენტმა“ ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა. მასზე წინ მხოლოდ „ბრიუგეა“, რომელსაც შვიდი ქულით მეტი და ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.