გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „მინესოტა ტიმბერვულვზი“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა და NBA-ში მიჯრით მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ინდიანაპოლისში გამართული შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა ორი ქულის სხვაობით, 116:114 იმძლავრეს.
გოგას ამჯერად თამაშით შესაძლებლობა 10 წუთით მიეცა. ხსენებულ დროში ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი გააცუდა.
მოედანზე საუკეთესო თი ჯეი ვორენი იყო, რომელმაც „პეისერსს“ 28 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა, ხოლო „მინესოტას“ რიგებში კარლ-ანტონი თოუნსი 27 ქულით და 5 მოხსნით გამოირჩა.
„ინდიანას“ 42 თამაშში 27 გამარჯვების საპირისპიროდ 15 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, სტუმრად „დენვერთან“ ჩაატარებს.