ფეხბურთი

1:14 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ეშლი იანგი "ინტერის" ფეხბურთელია

ახლა უკვე ოფიციალურად, ეშლი იანგი „ინტერის“ ფეხბურთელია. ვეტერანმა ინგლისელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

იანგი „ინტერში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, მაგრამ ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის თანახმად მხარეებს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივება სურვილის შემთხვევაში ავტომატურად შეეძლებათ.

ინგლისელის სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1.5 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსიც დაემატება.

34 წლის ეშლი იანგს აქამდე „უოტფორდისა“ და „ასტონ ვილას“ რიგებში უთამაშია, ხოლო „მანჩესტერს“ 2011 წელს შეუერთდა 261 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

0.124773