ფეხბურთი

21:03 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი: "ჩაკვეტაძე ახლოსაა საუკეთესო ფორმასთან"

ბელგიის ჩემპიონატში თითქმის ერთთვიანი პაუზა დასრულდა. ხვალ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ „მუსკრონს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ პრესკონფერენცია იეს თორუპმა გამართა და ჩაკვეტაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

დანიელი სპეციალისტის განცხადებით, გიორგი ახლოსაა ჩვეულ ფორმასთან და მიმდინარე კვირაში მასთან პირადად ისაუბრა:

„მან დაასრულა ძალიან კარგი ეტაპი და „ინგოლშტადთან“ 45 წუთიც ითამაშა. თავს კარგად გრძნობს. ამ კვირაში მასთან დავჯექი და ვუთხარი, რომ ის თითქმის იქაა, სადაც უნდა იყოს, ახლოსაა საუკეთესო ფორმასთან. ჩაკვეტაძეს მხოლოდ თამაშის რიტმი და მოედანზე მისთვის ჩვეული აფეთქებები აკლია. სათამაშო წუთებთან ერთად, ესეც მოვა“, - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში სამი თამაში აქვს ჩატარებული (ორი ბელგიის ჩემპიონატში, ერთი ევროპა ლიგაზე). აქვე გეტყვით, რომ „მუსკრონთან“ შეხვედრა 18 იანვარს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

0.118247