ბუნდესლიგის 2019 წლის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლაიპციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი დაასახელეს. მიმდინარე სეზონში ვერნერი თვის საუკეთესო მოთამაშედ მერედ აღიარეს.
გასულ თვეში ვერნერმა ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ტიმომ 17 შეხვედრა ჩაატარა და 18-ჯერ გამოიჩინა თავი. ბომბარდირთა დავაში გერმანელი "ბაიერნის" შემტევ რობერტ ლევანდოვსკის ერთი გოლით ჩამორჩება.