"ნორვიჩის" შემტევი ტეემუ პუკი ფინეთის 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
პუკს 2019 წელს ჰქონდა საოცარი სეზონი. ფინეთის ნაკრებთან ერთად პუკმა ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში, პუკმა "ნორვიჩის" შემადგენლობაში 21 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 9 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.