"ბაიერნის" ნახევარმცველი სერჟ გნაბრი გუნდს დაუბრუნდა და ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, აღნიშნულ ინფორმაციას "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
აქილევსის მყესის დაზიანების გამო სერჟი გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდა. გუშინ კი გუნდთან ერთად ივარჯიშა.
მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად 22 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა და 6 გსაგოლე გადაცემა შეასრულა.