მილანის „ინტერმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეთანხმებას მიაღწია და ეშლი იანგი „ნერაძურის“ ფეხბურთელი გახდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი იტალიაში პარასკევს ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
„მანჩესტერი“ იანგის სანაცვლოდ 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება, ხოლო პირადი კონტრაქტი ამ დროისთვის უცნობია.
გარდა ამისა, „ინტერი“ ახლოსაა ლეონარდო სპინაცოლას გადაბირებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მილანურ გრანდს ავსტრიელი განაპირა ნახევარმცველი ვალენტინო ლაზარო დატოვებს.
რაც შეეხება ეშლი იანგს, 34 წლის ფეხბურთელს აქამდე „უოტფორდისა“ და „ასტონ ვილას“ რიგებში უთამაშია, ხოლო „მანჩესტერს“ 2011 წელს შეუერთდა 261 მატჩში 19 გოლი გაიტანა.