საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წყალბურთის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. რევაზ ჩომახიძის გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა, რომელიც წყვილში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და სტატუსი გაამართა კიდეც.
ბერძნებმა პირველ ტურში იტალიასთან წააგეს, ხოლო საქართველომ პროგრამა მინიმუმი პირველივე მატჩში შეასრულა, როდესაც საფრანგეთს (9:7) აჯობა და მერვედფინალში თამაში გაინაღდა.
საბერძნეთთან კი, საქართველოს ნაკრებმა ვერაფერი გააწყო და ელადელთა უპირატესობა თვალსაჩინო თავიდანვე გახდა. საწყისი ორი პერიოდი მეტოქემ 5:1, 6:1 მოიგო და შესაბამისად, პირველი ტაიმი დიდი უპირატესობით 11:2 მოიგო.
საქართველომ თამაში მეორე ნახევარში გამოასწორა და მესამე პერიოდი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეოთხე პერიოდში კი თანაბარი ანგარიში, 4:4 დაფიქსირდა და საბოლოოდ რევაზ ჩომახიძის გუნდი 10:17 დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ თითო მოგება და წაგება აქვს, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში 18 იანვარს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საბერძნეთი - საქართველო 17:10 (5:1, 6:1, 2:4, 4:4)
გოლები: 1:0 გენიდუნიასი (07:25), 2:0 ფუნტოლისი (05:20), 2:1 იმნაიშვილი (04:20), 3:1 გენიდუნასი (03:59), 4:1 კოლომვოსი (03:05), 5:1 გენიდუნიასი (01:24), 6:1 გუნასი (07:30), 7:1 დერვისი (06:57), 8:1 გუნასი (03:22), 9:1 ფონტულისი (02:36), 10:1 ფონტულისი (01:29), 10:2 ბარალდი (01:09), 11:2 ვლახოპულოსი (00:22), 12:2 დერვისი (05:35), 12:3 ვაპენსკი (04:10), 12:4 ჯახაია (02:18), 12:5 ქავთარაძე (00:55), 12:6 ვაპენსკი (00:31), 13:6 ვლახოპულოსი (00:06), 13:7 ცრეპულია (06:32), 14:7 კაპოცისი (04:57), 14:8 რურუა (04:38), 15:8 მურიკისი (04:05), 16:8 ფონტულისი (03:25), 16:9 (ბითაძე (03:04), 17:9 ვლახოპულოსი (02:39), 17:10 რურუა (00:55)
საბერძნეთი: ზერდევასი, გენიდუნიასი, სკუმპაკისი, კაპოცისი, პაპანასტასოუ, დერვისი, არგიროპულოსი, მურიკისი, კოლომვოსი, გუნასი, ვლახოპულოსი, გალანიდისი
საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაია, ბაღათურია, რურუა, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი, რაზმაძე