კალათბურთი

10:06 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 2 ქულა და გამარჯვება "მინესოტასთან" (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის ინდიანა „პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „მინესოტას“ დაუპირისპირდა და 5-ქულიანი სხვაობით 104:99 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაჩი ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 4 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

ინდიანას რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 26 წუთში 29 ქულა, 13 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

41 ტურის შემდგომ ნეიტ მაკმილანის გუნდს 26 გამარჯვების საპირისპიროდ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. „ინდიანაპოლისელები“ მომდევნო ტურში კი 18 იანვარს კვლავ „მინესოტას“ შეხვდებიან.

0.123417