მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთსი სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ვალვერდეს უხეშობა საჭირო იყოო.
"ვალვერდემ იუხეშა, მაგრამ საჭირო იყო. მატჩის შემდეგ მორატას მოუბოდიშა. საუდის არაბეთში ტიტულის მოსაგებად ჩამოვედით და ასეც მოხდა. ორივე მატჩში თვითდაჯერებულები ვიყავით რამაც გამარჯვებისკენ გზა გაგვიხსნა. მინდა ჩემს ფეხბურთლებს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით კურტუას, რომელმაც პენალტი აიღო"- განაცხადა ზიდანმა.
ესპანეთი სუპერთასისი ფინალში "რეალმა" "ატლეტიკო" პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა.