ფეხბურთი

3:28 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ჩვენი საბანი ძალიან მოკლეა"

მილანის „ინტერმა“ სერია A-ს პირველი წრე ბერგამოს „ატალანტასთან“ საშინაო (1:1) ფრით დაასრულა. ანტონიო კონტემ კი, კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რომ მისი გუნდის შემადგენლობა ღრმა არაა და გუნდს ახალი ფეხბურთელები სჭირდება.

„ჩვენ ამ თამაშს ოთხი ფეხბურთელის გარეშე შევხვდით და ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. „ატალანტამ“ გასული სეზონი ჩვენზე წინ დაასრულა, დღეს კი 11 ქულით მეტი გვაქვს. ჩვენ შეგვეძლო მოგება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ 6 თვეა ვმუშაობთ.

დღეს ბარელა დისკვალიფიცირებული იყო, ვესინოს ტრავმა ჰქონდა და ძალიან მჭიდრო არჩევანი გვქონდა. ვცდილობთ, რომ სანჩესი ტოპ ფორმაში დაგვიბრუნდეს, ადვილი სიტუაცია არაა, ჩვენ ძალიან მოკლე საბანი გვაქვს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ სერია A-ს 46 ქულით ლიდერობს და თუ კვირას „იუვენტუსი“ „რომას“ ვერ დაამარცხებს, ზამთრის ჩემპიონი გახდება.

0.130758