ინგლისის პრემიერლიგაში ნანატრი ჩემპიონობისკენ „ლივერპული“ ისეთი სისწრაფით მიიწევს, სეზონის შუა ნაწილშივე ცხადია, რომ მის შეჩერებას ვერავინ მოახერხებს.
იურგენ კლოპის გუნდმა ლონდონში „ტოტენჰემი“ რობერტო ფირმინოს გოლით დაამარცხა და გარდა იმისა, რომ პოზიცია გაიმყარა, რეკორდიც დაამყარა. Opta-ს ცნობით, ტოპ ხუთ ჩემპიონატების ისტორიაში 21 ტურის თავზე 61 ქულა აქამდე არცერთ გუნდს ჰქონია და ეს სარეკორდო მაჩვენებელია.
„წითლებს“ კი, სწორედ 61 ქულა აქვთ აქტივში და აქამდე ჩატარებული მატჩებიდან ყველა მოიგეს ერთი გარდა. გამონაკლისი მეცხრე ტურში იყო, როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეძლო ის, რასაც სხვები დღემდე ვერაფრის დიდებით ვერ ახერხებენ.
ამასობაში, „ლივერპულის“ ჩემპიონობა 1990 წლის შემდეგ პირველად, მართლაც რეალურია. მერსისაიდელებს უახლოეს მდევართან 16-ქულიანი უპირატესობა გააჩნიათ.
“ლესტერმა” ისევ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ სტუმარმა „საუთჰემპტონმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა.
„წმინდანების“ გაათმაგებული მოტივაცია გასაგები იყო - გასულ ოქტომბერს მათ ხომ შინ 0:9 წააგეს „მელიებთან.“ შერცხვნენ მთელ დუნიაზე და ამჯერად რევანში აიღეს. მართალია, ბევრი ბურთი არ გაუტანიათ, მაგრამ რევანში შედგა.
“არსენალთან,“ „ვულვზთან“ და თასზე „სიტისთან“ წაფორხილების შემდეგ, „მანჩესტერს“ თავდაჯერებისთვის აუცილებლად სჭირდებოდა მოგება და ულე-გუნარ სულშერის შეგირდებმა ეს მოახერხეს. საკუთარი მაყურებლის თვალწინ კერკეტი აუტსაიდერი, „ნორვიჩი“ 4:0 გაანადგურეს და 2020 წელს პირველი გამარჯვება იზეიმეს.
დუბლი მიითვალა ჭაბუკმა მარკუს რაშფორდმა, რომელიც მანჩესტერელთა მაისურით მე-200 შეხვედრას ატარებდა.
„რთული მატჩი გამოდგა. მეტოქეს თამაში არ დავანებეთ და დანარჩენი მონდომების საქმე იყო. კარგი ბავშვია (ზუსტად ასე თქვა) რაშფორდი. მის ასაკში ამდენი მატჩის მოგროვება, არაჩვეულებრივი შედეგია. ყველაზე სასიამოვნო კი მისი საქმესთან დამოკიდებულებაა. ის ძლიან ბევრს მუშაობს და ყოველდღე იხვეწება.“ - განაცხადა შემდეგ სულშერმა.
ინგლისი
პრემიერლიგა. 22-ე ტური. 11 იანვარი
ტოტენჰემი - ლივერპული 0:1
ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 61 023
0:1 ფირმინო (37)
ტოტენჰემი: გასანიგა, ორიე, ტანგანგა, ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი (ლამელა 69), უინკსი, ერიკსენი (ლო ჩელსო 69), ალი, მოურა, სონი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინუ
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ლალანა 61), მანე (ორიჯი 81), სალაჰი (შაჩირი 90+2), ფირმინო
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გაფრთხილება: გომესი (23), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (39)
ჩელსი - ბარნლი 3:0
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 396
1:0 ჟორჟინიო (27 პენ), 2:0 აბრაჰამი (38), 3:0 ჰადსონ-ოდოი (49)
ჩელსი: კეპა, რიუდიგერი, კრისტენსენი, ჯეიმსი, ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, ბარკლი, მაუნტი, ვილიანი, აბრაჰამი, ჰადსონ - ოდოი
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
ბარნლი: პოუპი, ლოუტონი, ტეილორი, ტარკოვსკი, მი, კორკი, მაკნილი, ვესტვუდი, ლენონი, ვუდი, ჰენდრიკი (ვიდრა 71)
მწვრთნელი: შონ დაიჩი
მსაჯი: კევინ ფრენდი
გაფრთხილება: მაკნილი (45+2), ვესტვუდი (54), ლენონი (59)
მანჩესტერი - ნორვიჩი 4:0
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 271
1:0, 2:0 რაშფორდი (27, 52 პენ), 3:0 მარსიალი (54), 4:0 გრინვუდი (76)
მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, ვან-ბისაკა, მაგუაირი, უილიამსი, მატა, რაშფორდი (ჯეიმსი 59), პერეირა (გრინვუდი 71), ფრედი, მატიჩი, მარსიალი (გომესი 80)
მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი
ნორვიჩი: კრული, აარონსი, ბაირემი, ჰენლი (ლუისი 80), ციმერმანი, ვრანჩიჩი (ამადუ 65), კანტუელი, ბუენდია, მაკლინი, ტეტი, აიდა (ერნანდესი 65)
მწვრთნელი: დანიელ ფარკე
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება არ ყოფილა
ლესტერი - საუთჰემპტონი 1:2
ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 115
1:0 პრატი (14), 1:1 არმსტრონგი (19), 1:2 ინგზი (82)
ლესტერი: შმაიხელი, ჩილუელი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, მედისონი, ბარნსი (იჰეანაჩო 58), პერესი (გრეი 59), ჩუდჰური, პრატი (ტილემანსი 77), ვარდი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
საუთჰემპტონი: მაკარტი, სედრიკი, სტივენსი, ბერტრანი, ბედნარეკი, უორდ-პროუსი, არმსტრონგი (ჯენელო 78), რედმონდი (რომეუ 90+2), ჰოიბერგი, ლონგი (ადამსი 78), ინგზი
მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი
მსაჯი: ლი მეისონი
გაფრთხილება: არმსტრონგი (16), ჰოიბერგი (71), ინგზი (82)
კრისტალ პალასი - არსენალი 1:1
0:1 ობამეიანგი (12), 1:1 აიუ (54)
გაძევება: ობამეიანგი (67)
ვულვერჰემპტონი - ნიუკასლი 1:1
0:1 ალმირონი (7), 1:1 დენდონკერი (14)
ევერტონი - ბრაიტონი 1:0
1:0 რიშარლისონი (38)