ფეხბურთი

22:00 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" კოლუმბიელი ფეხბურთელი დაიმატა

კოლუმბიელი შემტევი იონი გონსალესი კარიერას "ბენფიკაში" გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 25 წლის სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ლისაბონელებთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა.

გონსალესი "ენვიგადოს" აღზრდილია და "ხუნიორში" 2016 წელს გადავიდა. სამი წლის შემდეგ იონი "ფლუმინენსემ" დაიმატა და გასულ წელს ჩატარებულ 42 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121681