იტალიურმა „მილანმა“ „სევილიასთან“ შეთანხმებას მიაღწია სიმონ კიაერის ტრანსფერის შესახებ. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, დანიელი მცველი „როსონერის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს.
კიაერი ანდალუზიელებს ამჟამად ბერგამოს „ატალანტაში“ ჰყავთ განათხოვრებული, მაგრამ სკანდინავიელმა ბერგამოში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და მოედანზე მხოლოდ 6-ჯერ გავიდა.
კიაერს იტალიაში თამაშის გამოცდილება არ აკლია, რადგან „ატალანტამდე“ „პალერმოსა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, „ლილისა“ და „ფენერბახჩეს“ რიგებშიც უთამაშია.