ფეხბურთი

17:41 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას დუბლი გერმანულ გუნდთან სპარინგში

ბელგიური „გენტი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი გერმანული „ინგოლშტადტის“ წინააღმდეგ გამართა, რომელიც 3:2 მოიგო.

ამ გამარჯვებაში გიორგი ქვილითაიამ დიდი წვლილი შეიატანა. ქართველმა ფორვარდმა 47-ე და 87-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს დაეხმარა. მოედანზე იყო გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც მეორე ტაიმი ითამაშა.

„გენტისთვის“ ეს ზამთრის პაუზის დროს ერთადერთი სპარინგი გამოდგა და მომდევნო მატჩს უკვე ბელგიის ჩემპიონატის ეგიდით, 18 იანვარს, „მუსკრონთან“ ჩაატარებს.

0.087079